ომბუდსმენი: პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს

სახალხო დამცველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მოინახულა.

როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, მელია რჩება თავის პოზიციაზე და გირაოს გადახდას არ აპირებს.

მანვე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება პროკურატურას დღესვე შეუძლია და საგამოძიებო უწყებას რეკომენდაციით მიმართა, გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს.

როგორც ლომჯარიამ განმარტა, მელიასთან პოლიტიკურ შეთანხმებაზე არ უსაუბრია და თემა, მხოლოდ მის გათავისუფლების საკითხს შეეხებოდა.