პატიმრები დღეს სააღდგომო ამანათებს მიიღებენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას დღეიდან იწყებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 აპრილის 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 1-ელ მაისს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.