„ფაიზერი“: სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი გახდება კოვიდის სამკურნალო აბები

კომპანია “ფაიზერი” ორ პრეპარატს ტესტავს და როგორც კომპანიაში ამბობენ, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი გახდება კორონავირუსის სამკურნალო აბები. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანია მუშაობს ორ პრეპარატზე – მათგან ერთ-ერთი მიღებული უნდა იყოს ორალური გზით, მეორე კი ვენაში უნდა გაკეთდეს.

როგორც ბურლამ აღნიშნა, კომპანია ფოკუსირებულია ორალურ ვარიანტზე რამდენიმე უპირატესობის, მათ შორის საავადმყოფოში წასვლის აუცილებლობის არარსებობის გამო. კომპანიის დირექტორის ცნობით, პრეპარატთან დაკავშირებით “ფაიზერი” დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ზაფხულში მიაწვდის.