რა ეტაპზეა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას, მანამდე ყველა მოსაზრება არის კვლავაც მოსაზრების დონეზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტოს მოკვლევა ჩატარებული აქვს და ექსპერტიზას სამხარაულის დასკვნასთან ერთად გაივლის.

„რეგულირება აკეთებს დოკუმენტური ფაქტების მიმოხილვას, მაგრამ დოკუმენტური ფაქტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საბოლოო ფაქტები ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.