ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და განვიხილავთ, დავიწყებთ თუ არა “სინოფარმით” ვაქცინაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა თავის მთავარ დანიშნულებას კარგად ასრულებს.
„ ახალგაზრდებში ბრიტანული შტამია, მაგრამ ის არ მძიმდება. ჯერჯერობით, მოგეხსენებათ, ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დგას 1,3%-ზე და ყოველდღიური სიკვდილიანობა 10-ს არ სცილდება, დღესაც 7 გვაქვს. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ძალიან მძიმეა, მაგრამ ჯერჯერობით ამ ფარგლებში ვართ“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.