“ქართული ოცნებიდან” გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დღეს წასულ გიორგი ხოჯევანიშვილს, ალექსანდრე მოწერელიასა და ბექა ლილუაშვილს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციიდან გასვლის გამო, დეპუტატებს კომიტეტის წევრობა უწყდებათ, რადგან ისინი კომიტეტის წევრები სწორედ, ფრაქციის კვოტით გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად გააგრძელებენ მუშაობას.