რუსთაველი ნიჩბოსნები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები რუსთაველ ნიჩბოსნებს შეხვდენ და მათ ფოთში, საქართველოს თასის გათამაშებაში მიღწეული წარმატება მიულოცეს.

რუსთაველ სპორტსმენებს მედლები და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში გამართულ ჩემპიონატში რუსთავის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენელი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

ალექსი წივწივაძემ უმაღლესი სინჯის მედალი ოლიპმიურ დისტანციაზე, 1000 მეტრზე მოიპოვა, საერთო ჯამში კი რუსთაველებმა 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აიღეს.