„რუსთავი“ 2:0 “ვიტ ჯორჯია”

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში საფეხბურთო კლუბმა „რუსთავი“ მორიგი თამაში „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს, მეორე ტაიმში კი პაატა კიტეიშვილმა პენალტი ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რუსთაველებისთვის ეს საშინაო არენაზე პირველი გამარჯვებაა. ამ მომენტისთვის რუსთავი სატურნირო ცხრილში 7 ქულით, მე-8 ადგილზეა. მ

ომდევნო შეხვედრას რუსთავი 17 აპრილს, საკუთარ მოედანზე „დინამო ზუგდიდის“ წინააღმდეგ გამართავს.