სადგურის მოედანთან ხანძარია (ფოტო)

თბილისში,  სადგურის მოედანთან ხანძარია. როგორც Tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიაზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები.

წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა სადგურის მოედანზე არსებული ხილის ბაზარი. ხანძრის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც. სამართალდამცველებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.