საკალათბურთო კლუბების რეგულარული თამაშების სეზონი დასრულდა. სატურნირო ცხრილში რუსთავის „რუსთავი“ პირველ ადგილს იკავებს.
რეგულარული თამაშების სეზონის ბოლო შეხვედრაში რუსთაველებმა „ცხუმ აფხაზეთს“ უმასპინძლეს.
შეხვედრა რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 91:85 დასრულდა.
მორიგ შეხვედრას რუსთავის „რუსთავი“ 22 აპრილს, საშინაო კედლებში გამართავს. საქართველოს თასის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა „კაკტუსთან“ 17:30-ზე დაიწყება.