ექსპერტიზამ შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადად ცნო

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი.

ინფორმაციას ხომასურუძის ადვოკატი მამუკა ბასილაშვილი ადასტურებს.

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული დასკვნის შედეგად, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს თამაზ ხომასურიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.

ამის შემდეგ თამაზ ხომასურიძეს ხონის რაიონის სოფელ ხუტირში მდებარე აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.