დღეს, თბილისის დროით 01:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ონის აღმოსავლეთით, სოფელ ონჭევთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.