„სინოფარმი“, შესაძლოა, 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამოიყენონ

„სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემი შედარებით ნაკლებია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, შესაძლოა, 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს „სინოფარმს“ უპირატესობა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საკითხზე ტექნიკური ჯგუფი მომდევნო კვირას იმსჯელებს.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები არ მოიცავს რაიმე შეზღუდვას ასაკთან მიმართებით. უფრო მეტიც, საუბარია, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემი შედარებით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს „სინოფარმს“ უპირატესობა, განსახვავებით „ასტრაზენეკასგან“, რომელსაც ვიყენებთ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. ამ ყველაფერზე ტექნიკური ჯგუფი მომდევნო კვირას იმსჯელებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.