“ეთნო ტაბლა” – კულინარიული წიგნი ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის

ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ადგილობრივი კულინარიული წიგნის – „ეთნო ტაბლას“ გამოცემა იგეგმება.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოსა და USAID-ის პროექტ Zrda-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო.

ხელმოწერილი დოკუმენტი რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების მიზნით, ადგილობრივი კულინარიული წიგნის – „ეთნო ტაბლას“ გამოცემას ითვალისწინებს.

წიგნი ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნოსების მრავალფეროვანი სამზარეულოს რეცეპტებს მოიცავს და ხელს შეუწყობს ადგილზე არსებული ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარეში, ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარების პროცესში ერთობლივი აქტივობების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.