სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს – “გლოვოს” და “ვოლტის” კურიერების აქცია

რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს “გლოვოს” და “ვოლტის” კურიერებმა. აქციის მონაწილეები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

“არა ნამხავანჰესს!” “ქართული მიწა არ იყიდება” – ამ შინაარსის წარწერებით მათ მიტანილი აქვთ ბანერები.

“გლოვოს”, “ბოლტისა” და “ვოლტის” კურიერებმა სოლიდარობის აქცია 15 აპრილსაც გამართეს.