სოფელ ჟაბეშში მოვარდნილმა ღვარცოფმა 2 ხიდი და 4 ხიდბოგირი დააზიანა

სოფელ ჟაბეშში უხვი ნალექისგან გამოწვეულმა მეწყრულმა პროცესმა პრობლემები შექმნა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 2 ხიდი და 4 ხიდბოგირი დააზიანა. მომხდარის გამო 15-მდე ოჯახს საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდული აქვს.

ადგილზე გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს, მოეწყობა დროებითი ხიდი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ადგილზე დღეს გეოლოგები ჩავლენ და დეტალურად შეისწავლიან გამომწვევ მიზეზებს.შესწავლის= შემდეგ განისაზღვრება მომავალში გასატარებელი საპრევენციო სამუშაოები.