2020 წლის აგვისტოში ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლეს.
საქმეზე ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს და დაკავებული ზაზა ჩაფიძე დარბაზიდან გათავისუფლდა.
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა 35 წლის ზაზა ჩაფიძეს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში სდებდა ბრალს, რაც 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებულის ოჯახის ინფორმაციით, რეალური მკვლელი დაუსჯელია.
ცნობისთვის, მკვლელობა ტყიბულში გასულ წელს მოხდა, საქმეზე ერთი პირი იყო დაკავებული.