ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა

ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს დაშავებული ორი ადამიანი სენაკის კლინიკიდან ქუთაისში, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც სენაკის კლინიკაში ამბობენ, ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი შეფასებით, ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

“ორივეს ნეიროქირურგი და ის სამედიცინო სერვისები ესაჭიროებოდა, რაც ჩვენ არ გვაქვს. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა “არქიმედეს” დირექტორმა, მარეხ ადანაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, საწარმოში მძიმე სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, რის შედეგადაც ორი მამაკაცი დაშავდა.