ახმეტაში ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის ნაწილი, სადაც მიცვალებული ესვენა

ახმეტაში ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.  შემთხვევა გუშინ ღამით,  უტას დასახლებაში მოხდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მიცვალებული იყო დასვენებული. სახლის ნაწილი ცხედართან ერთად დაიწვა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ცხედარი სახლის მეორე სართულზე იყო დასვენებული. ხანძარი, სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა. დაიწვა მაცივარი, რომელშიც მიცვალებული ესვენა. დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.