საქართველოში 17 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 27 654 ადამიანი აიცრა, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა პირმა გაიკეთა.
ინფორმაციისთვის, Pfizer-BioNTech ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყო.
რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური ვაქცინა ავტორიზაციას აპრილის ბოლომდე გაივლის.