ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია – დაშავდა 2 ადამიანი

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც გამწვანების სამსახურის ორი თანამშრომელი დაშავდა.

დაზარალებულები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

გამწვანების სამსახურის თანამშრომლები გეგმიურ სამუშაოების შესრულების დროს დაშავდნენ. ადგილზეა მობილიზებული სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ქობულეთში “ემტეესის” დასახლებაში, სადაც ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.