ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა. ვიდეოს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ღუდუშაურის კლინიკა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალშობილები ნეონატალურ ცენტრში იზრდებიან და სულ მალე ბინაზე გაეწერებიან.

„გაიცანით ტყუპი – ანა, იოანა და ელენე ისინი ჩვენთან დაიბადნენ და იწონიდნენ 1,600, 1,700 და 1,900 გრამს. ჩვენს ნეონატალურ ცენტრში იზრდებიან და სულ მალე, ერთად წავლენ სახლში“, – ნათქვამია ღუდუშაურის კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.