შალვა შავგულიძემ და ანა ნაცვლიშვილმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს

შალვა შავგულიძემ და “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

“მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე შემოთავაზების ეს ბოლო ვარიანტი უნდა მივიღოთ დამაკმაყოფილებლად. პოლიტიკა ეს არ არის სურვილების რეალიზების ხელოვნება, ეს არის შესაძლებლობების რეალიზების ხელოვნება. მადლობა უნდა ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, რომელთა ძალისხმევის შედეგად გახდა შესალებელი ამ შედეგის მიღწევა და ხელი არ უნდა ავუკრათ ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ დავრჩეთ მარტო “ქართული ოცნების” და შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე უნდა გავაგრძელოთ შემდეგი მოქმედებები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრირებისთვის”, – განაცხადა შავგულიძემ.