ძალაში რჩება თუ არა “კომენდანტის საათი” – საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით “კომენდანტის საათი” ისევ ძალაში რჩება.

„შემთხვევები იმატებს და ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. 2%-ს გადავცდით, რაც რა თქმა უნდა, საყურადღებოა და ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც იყენებს ევროპის ბევრი ქვეყანა და ჩვენზე უარესი რეგულაციეიბა იმ ქვეყნებში დაწესებული, რადგან უკიდურესად საჭიროა. ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, მაგრამ დღეს ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საბჭოზე დღეს ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. კერძოდ, 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადეს და დამსაქმებლებს, თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაციით მიმართეს.

ხელისუფლება ეპიდვითარების გაუარესებაზე საუბრობს და მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავებისა და პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.