წალკის კანიონზე ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით.

„პანდემიით შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, წალკის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები არც ერთი დღით არ შეჩერებულა. პროექტის საინვესტიციო პორტფელი 30 მილიონი ლარით გაიზარდა და 120 მილიონი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე. პროექტის წარმატება აუცილებლად შეუწყობს ხელს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდას“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს.