ხაიშში სამართალდამცავი ადგილობრივებმა სცემეს

ხაიშში სამართალდამცავს ადგილობრივებმა სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ინციდენტში ხუთი ადგილობრივი მონაწილეობდა, მათგან სამი დაკავებულია.

კონფლიქტი ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის ე.წ. “კომენდანტის საათის” დარღვევის გამო მოხდა.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მამაკაცები ერთ-ერთის შვილიშვილის დაბადებას აღნიშნავდნენ, პოლიციამ მათ სახლში წასვლისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.