ხმაური მარნეულში – მერიასთან აქციაზე ექვსი პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არის გიორგი მუმლაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მის ძმას სამსახურიდან მისი აქტივობის გამო ათავისუფლებენ.

სწორედ სიმონ მუმლაძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ აქტივისტები დღეს დილიდან მარნეულის მერიასთან. აქციის მონაწილეებს პოლიციამ მერიის შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

“ჩვენ აქ პოლიტიკურად კი არ ვართ მოსულები, რომ რაღაცა გავტეხოთ ან რაღაცა მივანგრიოთ. მოვედით, რომ იმ ადამიანის უფლებები დავიცვათ, რომელიც უკანონოდ გაუშვეს სამსახურიდან. მე ვარ საკრებულოს წევრი და მაქვს უფლება ვიყო მერიაში, უნდა დავიცვა ჩემი მოქალაქე,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს”  პოლიტიკური საბჭოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  დაკავებულია 6 პირი, ადმინისტრაციულ სამაართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩხილებლობას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ გიორგი მუმლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ძმას, სიმონ მუმლაძეს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს “ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში” 10 წელია მუშაობს სპეციალისტად, სამსახურიდან ათვისუფლებდნენ. მიზეზად მუმლაძემ საკუთარ საქმიანობა დაასახელა.