ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა.

მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა, ხოლო ბავშვები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.