განიხილება თუ არა დიდ ქალაქებში შეზღუდვების დაწესება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მკაცრ შეზღუდვებს დიდ ქალაქებში 15 აპრილიდან, აცხადებს, რომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ჯერ არ უმსჯელია.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ ეტაპზე საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ რამდენიმე რეგიონში ინტენსიურიად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში შეიმჩნევა,“ – აცხადებს ტიკარაძე.

დამატებით კითხვაზე, რა იგეგმება სააღდგომოდ, ტიკარაძე ამბობს, რომ ახლა ამაზე მსჯელობა ნაადრევია.

„დღეს ცოტა ადრე არის ის მსჯელობა, თუ რა იქნება სააღდგომოდ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, 1 კვირით ადრე, გვექნება გეგმა, თუ რა იქნება დღესასწაულთან დაკავშირებით,“ – ამბობს მინისტრი.