ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას გამზირზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. კოსტავას 18 ნომერთან ერთმანეთს აუდისა და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს აუდის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

TV4-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი.