ალექსანდრე წივწივაძე საქართველოს ტურნირზე იასპარეზებს

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე საქართველოს ტურნირზე იასპარეზებს. ტურნირი ქალაქ ფოთში ჩატარდება. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოს შვიდი ქალაქიდან.

ალექსანდრე წივწივაძე 1 000 და 200 მეტრიან დისტანციებზე იასპარეზებს. რუსთაველი სპორტსმენი ივნისში, პორტუგალიაში ევროპის და შემდეგ  მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, წივწივაძე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია.