კომპანია “რუსთავის წყალმა”, სემეკის ექსპერტებთან ერთად, შემოწმება ჩაატარა

“რუსთავის სამოქალაქო ერთობის” და რუსთაველი აქტივისტების ჩართულობით, კომპანია “რუსთავის წყალმა”, სემეკის ექსპერტებთან ერთად, შემოწმება ჩაატარა.

მე-7 მიკრორაიონის N25 საცხოვრებელ კორპუსში, კომპანიის წარმომადგენლებმა მონიტორინგი ჩაატარეს და მაღალ სართულებზე წყლის მიწოდების პრობლემაზე იმსჯელეს.

პროცესს ენერგოობუდსმენი უწევდა მეთვალყურეობას.

კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებსაც შეხვდნენ და არსებული პრობლების მიზეზები გააცნეს.

თემურ ჯანელიძის განცხადებით, კომპანიამ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც მისი გამოსწორების მიზნით, მუშაობა უმოკლეს ვადაში დაიწყება.