მამაზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ზუგდიდში მამაზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ქალი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.