ზუგდიდში მამაზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ქალი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. კონფლიქტის მიზეზი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.