ანზორ ერქომაიშვილს დღეს დაკრძალავენ

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელს ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

იგი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.