არის თუ არა სცენები რუსთავიდან “ფორსაჟის” ახალ ტრეილერში

“Fast and Furious 9”-ის მეორე ტრეილერი გამოვიდა, სადაც თბილისში გადაღებული კადრებიც მოხვდა. ჰოლივუდურ ფილმში,  ჩანს თბილისის რუსთაველის გამზირი, ასევე საბურთალო, სადაც საპატრულო პოლიციის ავტომობილები “ბრუნდება”.

2019 წელს ფილმის გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც მიმდინარეობდა. თბილისში გადაღებული სცენების გარდა, ფილმში რუსთავში გადაღებული კადრებიც იქნება.

პანდემიის გამო “FAST AND FURIOUS”-ის პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო ინფორმაციით, მე-9 ნაწილის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს უნდა გაიმართოს.