არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა

არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც 2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა მოკლეს, დღეს 38 წლის გახდებოდა.

არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.

“თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას. ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის.

მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს,”- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში.