აღმზრდელმა სავარაუდოდ 3 წლამდე ბავშვზე იძალადა

ბაღში სამი წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით,  თბილისის 128-ე საბავშვო ბაღში აღმზრდელმა, სავარაუდოდ, 3 წლამდე ბავშვზე იძალადა.

ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ  აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სავარაუდო ძალადობის შესახებ ბავშვის მშობელმა განაცხადა.ბაღიდან ამოღებული ვიდეო-თვალის ჩანაწერებიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

წყარო: რუსთავი2