საჭიროა თუ არა ანტისხეულებზე ტესტი კოვიდვაქცინაციის წინ

არავითარი ტესტის ჩატარება კოვიდგადატენილებისთვის ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, რადგან რომც არ გქონდეთ ვთქვათ, ანტისხეულები, არ ნიშნავს, რომ დაცულები არ ხართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ანტისხეულები აქვთ, კოვიდ ვირუსისგან უკეთესად იქნებიან დაცულები.

„არის ეგრეთ წოდებული ჰუმორული იმუნიტეტი, ანუ ანტისხეულები და უჯრედული. ტესტი არაფერს გაძლევთ. თუ გაქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ მეტი ანტისხეული გექნებათ და შესაბამისად, უკეთესი დაცვა. ამიტომ, გაქვთ თუ – არა, ამის გაგება ვაქცინაციის წინ არაფერს არ გაძლევთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.