ახლობლების ინფორმაციით, ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

ახლობლების ინფორმაციით, ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

როგორც ბრალდებულის მეზობლები ყვებიან, ნიკოლოზ წურწუმია დაოჯახდა, მეუღლესთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა, ზუგდიდიდან რამდენიმე თვის წინ წავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.

ბრალდებულის დედ-მამა ემიგრაციაშია, მისი და დედაქალაქში, ავლაბარში ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ნიკოლოზ წურწუმია ძველი თბილისის პოლიციაშია გადაყვანილი.

ბრალდებული მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა და 7 მძევალი აიყვანა. მან მძევლების ნაწილი ეტაპობრივად გაათავისუფლა. ბოლოს კი, მასთან მოსალაპარაკებლად შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლები შევიდნენ და სწორედ მაშინ მოხდა მისი დაკავება.