ბათუმში სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა

ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

დაღუპული მამაკაცი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, სახლის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და ახლაც, რამდენიმე ნათესავი მის მშენებლობას ერთად აგრძელებდა.

მშენებარე სახლის ნგრევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.