რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა გაიმართა. პროექტის ორგანიზატორი ორგანიზაცია “ტურიზმი და რეალობაა”.
გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს ქვემო ქართლში ტურისტული ბიზნესის განვითარებას, როგორც სიღარიბის დაძლევის საშუალებას.
რუსთავის ცენტრალურ პარკში გამართულ ღონისძიებას რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.