რუსთავის N18 საჯარო სკოლა სწავლას დისტანციურად გააგრძელებს

 რუსთავის N18 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. როგორც Tv4-ს რუსთავის რესურსცენტრში განუცხადეს, მოსწავლე, რომელსაც კოვიდვირუსი დაუდასტურდა ბოლოს სკოლაში სამშაბათს იმყოფებოდა.  სიმპტომების გამოვლენისა და ვირუსის დადასტურების შემდეგ მოზარდს სკოლასთან შეხება აღარ ჰქონია. 

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, 16 აპრილამდე მთელი სკოლა სწავლას დისტანციურად გააგრძელებს.