გიგა ბოკერია: ხელს არ ვაწერთ დოკუმენტს

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს პარტია ხელს არ მოწერს.

როგორც ბოკერიამ განმარტა, დოკუმენტში ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ორი საკითხი არაა სათანადოდ გადაჭრილი, ეს არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების საკითხი.

„გატყდა ქართული ოცნება წნეხით, მაგრამ ამით ვერ დაიწყება კრიზისის განმუხტვა. სამ პუნქტზე თანახმა ვართ ახლაც. ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე შეთანხმებას. პოლიტპატიმრების საკითხი – მათ ათავისუფელებენ ახლავე? ეს კარგი ნაბიჯი იქნება, ვერ იქნება საკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა განმუხტვისთვის.

მიშელის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არის ერთერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შემდეგ მმართველი ძალის პოზიციის გამო მედიატორმა ეს საკითხი აღარ ასახა და ამიტომ იყო არასრულფასოვანი.

დოკუმენტის ვარიანტს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრები ბუნდოვანია. რა თქმა უნდა, არ მოვაწერთ. ეს უკვე ვთქვით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.