“გირჩის” ლიდერი: როგორ შეიძლება 87 წლის კაცის გაგდება საამაყო იყოს

“გირჩის” ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს  არ იწონებს.

“ეს ყველაფერი უფრო იმას მანიშნებდა, რომ რაღაცნაირად, გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა. როგორ შეიძლება, 87 წლის კაცის გაგდება საამაყო იყოს”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, პოზნერის წინააღმდეგ პროტესტს შეიძლებოდა მხოლოდ კოვიდრეგულაციების ორმაგი სტანდარტით გატარების საწინააღმდეგო შინაარსი ჰქონოდა.

“კვერცხს არ ვისროდი და ასე გიჟივით არ მოვიქცეოდი”, – აცხადებს “გირჩის” წევრი.

მეგრელიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა აქტივისტების მოწყობილი აქციების არ სჯერა.