“გირჩი” “ქართულ ოცნებას” საკუთარ გეგმას შესთავაზებს

“გირჩი” “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალური მოლაპარაკების დასაწყებად მზად არის. პარტია მმართველ გუნდს საკუთარ გეგმას შესთავაზებს.

ლიდერების ნაწილი აცხადებს, რომ საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ამაზე პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს.

“უკვე იმ სტადიაში ვართ, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკება დავიწყოთ. როდესაც კონსენსუსი იქნება, მერე უკვე სრულად ღია ვიქნებით. ამ დოკუმენტის მთავარი შინაარსი იყო “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის მტრობის დასრულება. ამიტომაც ვუჭერდი მხარს შეთანხმებასა და ხელმოწერას,”- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.