ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრომ მუშაობა განაახლა

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრო ვიზიტორებისთვის დღეიდან ღიაა. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვიზიტორებს სასტუმრო სიახლეებით ხვდება. სასტუმროში შიდა ინტერიერი განახლდა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

განახლებული სასტუმრო, დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა გახსნა.

,,კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. დღეიდან კი სასტუმრო ვიზიტორებისთვის უკვე ღიაა. სასტუმროში სრულად განახლდა ინტერიერი და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა, რაც ჩვენი ქალაქის სტუმრებს კომფორტული დასვენების შესაძლებლობას მისცემს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლო წლებში ტურისტების მზარდი რაოდენობით გამოირჩევა და ადგილობრივი თვითმმართველობაც ცდილობს, ტურიზმის განვითარებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს, ეს კი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.