დაჭრა კახეთში – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

კახეთში, პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში თანასოფლელმა მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა გულ- მკერდის არეში მიაყენა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში გაწერეს.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.