ვლადიმერ პოზნერი ამბობს, რომ თბილისში არ დაუჯარიმებიათ

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა განაცხადა, რომ ის საქართველოში საკარანტინე წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ria ავრცელებს, რომელსაც პოზნერი ესაუბრა.

პოზნერმა ჟურნალისტებთან დამატებითი კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, გუშინდელი მოვლენების განხილვა არ სურს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსი პროპანაგდისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს.