დიახ ჩვენც გვესმის! – საიდან ისმის სროლის ხმა რუსთავში?

რუსთავში სროლის ხმა ისმის  –  TV4-ს მოქალაქეები დაუკავშირდნენ. როგორც რუსთაველები აცხადებენ, ქალაქში სროლის ხმა ისმის.

TV4-მა აღნიშნული შესაბამის უწყებებთან გადაამოწმა. როგორც გავარკვიეთ, იაღლუჯის ფერდობზე განთავსებულ პოლიგონზე თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული წრთვნა მიმდინარეობს.

შესაბამისად “კომენდანტის საათისა” და ქალაქში გადაადგილების შეზღუდვის დროს ქალაქში  ხმა საწვრთნელი ბაზიდან ისმის.